24 მარტი, 2016
ტოპ 5 საშუალება როგორ გამოდევნოთ ორგანიზმიდან მარილი
მარილის განლაგება, არამარტო ის ლოკალური პროცესია, რომელიც რომელიმე ორგანოში მიმდინარეობს, არამედ საერთო. მარილის განლაგების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს - ნივთიერებათა ცვლის სისტემის დარღვევა, არასწორი კვება, გენეტიკური მიდრეკილება და ა.შ.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმს მარილის გათავისება შეუძლია, რომელსაც საკვებისგან და წყლისგან იღებს, ზედმეტს კი გარეთ გამოდევნის. მაგრამ, თუ მარილის ცვლის პროცესი დაირღვა, მძიმე მარილი განთავსდება მისთვის მოსახერხებელ ადგილას და სხვადასხვა დაავადებებს გამოიწვევს - როგორებიცაა ოსტეოქონდროზი და სახსრების სხვა დაავადებები.

1. ბრინჯით წმენდა

3 სუფრის კოვზ ბრინჯს დაასხით
1 ლ წყალი და მთელი ღამით გააჩერეთ. დილით გადაუწურეთ, ახალი წყლით ჩაანაცვლეთ და 5 წუთს ადუღეთ. ასე გაიმეორეთ კიდევ 2-ჯერ. 4-ჯერ ხარშვის შემდეგ, ბრინჯი უნდა მიირთვათ თბილი და 3 საათის განმავლობაში არაფერი მიიღოთ. შემდეგ გააგრძელეთ კვება ჩვეულ რეჟიმში, რაციონში დაუმატეთ ჩირი. მსგავსი წმენდის კურსი 10 დღეს გრძელდება.

2. მაშველი დაფნა

დაფნის ფოთლით წმენდისას არ უნდა გაცივდეთ და მოერიდოთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. 5 ც დაფნის ფოთოლს დაასხით 0,5 ლ წყალი და ადუღეთ 20 წუთს. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში 2-3-ჯერ, თითო ყლუპი. იქედან გამომდინარე, რომ ეს საშუალება ძლიერ მეთოდად ითლება, მკურნალობის კურსი მხოლოდ 3-5 დღეს გრძელდება.

3. მოცვის ნაყენი

ორგანიზმიდან მარილის გამოდევნა შესაძლებელია ბოსტნეულის დიეტითა და დიდი რაოდენობით წყლის მიღებით, მაგალითად მოცვის ნაყენი (1/3-ზე). რაციონში შეიტანეთ მოშუშული ბოსტნეული - სტაფილო, ჭარხალი, ნიახური, კომბოსტო, იშვიათად კარტოფილიც. და ჩაანაცვლეთ მოცვის სასმელი.

4. წიწიბურა-კეფირის დიეტა

მარილის ორგანიზმიდან გამოდევნის ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია ფინლანდიაში. 2 სუფრის კოვზ დაფქულ წიწიბურას, დაასხით 1 ჭიქა კეფირი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით მიირთვით. სულ რაღაც 5 დღეში ეს მეთოდი, ორგანიზმში მარილის შემცველობას საგრძნობლად შეამცირებს და გახდომაშიც დაგეხმარებათ.

5. ხილის "ცოცხი"

ორგანიზმის მარილისგან წმენდაში დაგეხმარებათ ციტრუსის კოქტეილი - 1 ჭიქა ფორთოხლის წვენს დამატებული ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი. დალიეთ საღამოს, სასმელი ეფექტურად ხსნის ანთებით პროცესებს და წმენდს ვენებს. ფორთოხალი ხანდახან შეგიძლიათ შავი მოცხარით ჩაანაცვლოთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS