24 მარტი, 2016
გამონაყარი სახეზე - უვნებელი ნიღბები ორსულებისთვის
ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ყველა ორსულმა ქალმა იცის. ამ დროს ყველაფერი იცველება, ხასიათი გარეგნობა, გემოვნებაც კი. ეს პროცესები, სამწუხაროდ, ყოველთვის დადებით ემოციებს არ იწვევს, განსაკუთრებით, თუ თან ახლავს ისეთი უსიამოვნო პრობლემა, როგორიცაა გამონაყარი სახეზე.

საერთო ჰორმონალური ფონის ცვლილებებზე ზემოქმედება მომავალ დედას არ შეუძლია და ექიმთან კონსულტაციის გარეშე არც შეიძლება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი გააკეთო. ორსულებს შეუძლიათ უვნებელი ხალხური რეცეპტები გამოიყენონ.

• თითო ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ გვირილასა და გულყვითელას (კალენდულა) დაასხით ერთი ჭიქა
მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაყენიდან ამოიღეთ ფაფადქცეული ბალახეული და ფრთხილად გადაინაწილეთ სახეზე. დაწექით გულაღმა 20 წუთის განმავლობაში. მცენარეების ფიტონციდები კლავს ბაქტერიებს და ხელს უშლის მუწუკების გავრცელებას.

• გვირილისა და გულყვითელას ნაყენი არ გადაღვაროთ. როცა გაგრილდება, დაუმატეთ 2 აბი დაფხვნილი ფურაცილინი და მოურიეთ, ვიდრე ბოლომდე არ გადნება. დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ძილის წინ წაისვით სახეზე, დაიტოვეთ მთელი ღამით. თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ, კანი უფრო ჯანმრთელ იერს მიიღებს.

• თანაბარი პროპორციით აურიეთ ერთმანეთში გახეხილი პირშუშხა და მჟავე ჯიშის გახეხილი ვაშლი, წაისვით სახეზე და დაწექით გულაღმა 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველდღე 2 კვირის განმავლობაში.

• სახეზე წაისვით ჩამოსასხმელი ლუდის ქაფი, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ.

• ყოველდღე 2-3-ჯერ დღეში სახე ახალჩამოჭრილი უმი გოგრით გაიწმინდეთ. გოგრას წინასწარ ნუ დაჭრით. ყოველ ჯერზე ახალი ნაჭერი უნდა ჩამოჭრათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS