პური
ბევრს სჯერა, რომ პური მაცივარში თავს დიდხანს ინახავს, თუმცა მისი იქ შენახვა უარყოფითად მოქმედებს. პირველ რიგში, პური ისრუტავს სხვა პროდუქტების სუნს, მეორეც - მაღალი ტენიანობის გამო ლბება. პურისთვის იდეალურია ოთახის ტემპერატურა და ამ პირობებშიც, ის 3-4 დღეზე დიდხანს არ უნდა გააჩეროთ.
კონსერვები, ჯემი, სანელებლები, მწარე სოუსი
დაკონსერვებული
გოგრა, ნესვი
გოგრა, ნესვი, ყაბაყი და მსგავსი პროდუქტები, რბილდება და ობდება. დაჭრილ მდგომარეობაში მათი შენახვისას კი, მავნე ნივთიერებები გამოიყოფა და ჰაერს შეერევა.
ხახვი
ცივ ტემპერატურაზე შენახვისას, ხახვიც კარგავს ფორმას, ხოლო თუ გვერდით კარტოფილი დევს, კიდევ უფრო მალე ფუჭდება, აღარ ვსაუბრობთ ხახვის არომატზე, რაც სხვა პროდუქტებს გადაედება.
მაგარი პროდუქტები
ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა - სტაფილო და კარტოფილი, დაბალ ტემპერატურაზე აღმოცენებას იწყებს და ობს იკიდებს. ცივ გარემოში სახამებელი კი შაქრად გადაიქცევა, გემოს იცვლის, ტკბილი და ფხვიერი ხდება.
ამ პროდუქტებისთვის საუკეთესოა - მშრალი, ბნელი შესანახი ადგილი.
წყლისშემცველი ბოსტნეული
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი და ნებისმიერი სხვა წყლისშემცველი პროდუქტი, მით მეტად გამოუსადეგარი ხება, რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ მაცივარში. ამაზე მეტყველებს შავი ლაქები, რაც ლპობის დროს ჩნდება. ამ პროდუქტების სიცივეში შენახვა არ იკრძალება, მაგრამ აშკარაა, რომ გემრიელი ვერ გახდება.
ტროპიკული ხილი
ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ბანანის სიცივეში შენახვა რეკომენდებული არ არის - მალე შავდება და გემოს კარგავს. ეს არა მხოლოდ ბანანს, სხვა ეგზოტიკურ ხილსაც ეხება - მანგო, ანანასი, პაპაია, მარაკუია, კივი და ა.შ. დაბალ ტემპერატურაზე კი ლპება, ამიტომ იდეალურია ოთახის ტემპერატურა, შეინახეთ ბნელ ადგილას.
პენი ლეინი