26 მარტი, 2016
პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ
თაფლი, პური, ზეთისხილი, ძეხვი, კატის საკვები კონსერვები და ფრჩხილის ლაქიც კი, რას არ ვინახავთ მაციმარში. ის კი არ იცით, რომ ბევრი პროდუქტისთვის სიცივე დამღუპველია. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

პური

ბევრს სჯერა, რომ პური მაცივარში თავს დიდხანს ინახავს, თუმცა მისი იქ შენახვა უარყოფითად მოქმედებს. პირველ რიგში, პური ისრუტავს სხვა პროდუქტების სუნს, მეორეც - მაღალი ტენიანობის გამო ლბება. პურისთვის იდეალურია ოთახის ტემპერატურა და ამ პირობებშიც, ის 3-4 დღეზე დიდხანს არ უნდა გააჩეროთ.

კონსერვები, ჯემი, სანელებლები, მწარე სოუსი

Консервы, варенье, приправы, острый соус
დაკონსერვებული
პროდუქტის მაცივარში შენახვას არავითარი მნიშნელობა არ აქვს. ისინი თავს გარეთაც მშვენივრად ინახავენ. შეიცავენ ისეთ კონსერვანტებს, როგორებიცაა -შაქარი, მარილი, ძმარი, რაც ცივი ტემპერატურის გარეშე ინახავს თქვენს მარაგს.

გოგრა, ნესვი
Бахчевые культуры
გოგრა, ნესვი, ყაბაყი და მსგავსი პროდუქტები, რბილდება და ობდება. დაჭრილ მდგომარეობაში მათი შენახვისას კი, მავნე ნივთიერებები გამოიყოფა და ჰაერს შეერევა.

ხახვი
Лук
ცივ ტემპერატურაზე შენახვისას, ხახვიც კარგავს ფორმას, ხოლო თუ გვერდით კარტოფილი დევს, კიდევ უფრო მალე ფუჭდება, აღარ ვსაუბრობთ ხახვის არომატზე, რაც სხვა პროდუქტებს გადაედება.

მაგარი პროდუქტები

Твердые овощи
ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა - სტაფილო და კარტოფილი, დაბალ ტემპერატურაზე აღმოცენებას იწყებს და ობს იკიდებს. ცივ გარემოში სახამებელი კი შაქრად გადაიქცევა, გემოს იცვლის, ტკბილი და ფხვიერი ხდება.

ამ პროდუქტებისთვის საუკეთესოა - მშრალი, ბნელი შესანახი ადგილი.

წყლისშემცველი ბოსტნეული

Водосодержащие овощи
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი და ნებისმიერი სხვა წყლისშემცველი პროდუქტი, მით მეტად გამოუსადეგარი ხება, რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ მაცივარში. ამაზე მეტყველებს შავი ლაქები, რაც ლპობის დროს ჩნდება. ამ პროდუქტების სიცივეში შენახვა არ იკრძალება, მაგრამ აშკარაა, რომ გემრიელი ვერ გახდება.

ტროპიკული ხილი

Тропические фрукты
ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ბანანის სიცივეში შენახვა რეკომენდებული არ არის - მალე შავდება და გემოს კარგავს. ეს არა მხოლოდ ბანანს, სხვა ეგზოტიკურ ხილსაც ეხება - მანგო, ანანასი, პაპაია, მარაკუია, კივი და ა.შ. დაბალ ტემპერატურაზე კი ლპება, ამიტომ იდეალურია ოთახის ტემპერატურა, შეინახეთ ბნელ ადგილას.

პენი ლეინი

ბეჭდვა