05 ნოემბერი, 2013
დარჩებათ თუ არა გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას დრო ძაღლებისა და ყვავილების მოსავლელად
ალბათ, გამოუვიდა კიდეც... ფაქტია, რომ არჩევნები მეორე ტურის გარეშე, მარგველაშვილის გამარჯვებით დამთავრდა 27 ოქტომბერს, საქართველომ ახალი, რიგით მეოთხე პრეზიდენტი აირჩია. გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას თავის დროზე მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, მათ შორის, ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერებიც, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერმინისტრი ყველა პრესკონფერენციაზე ცდილობდა, რომ მარგველაშვილის დადებითი თვისებები და ღირსებები წინა პლანზე წამოეწია.

ალბათ, გამოუვიდა კიდეც... ფაქტია, რომ არჩევნები მეორე ტურის გარეშე, მარგველაშვილის გამარჯვებით დამთავრდა.

წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი ფოტო გავრცელდა, სადაც მარგველაშვილი არაოფიციალურ გარემოში იყო გადაღებული. პრეზიდენტობის
კანდიდატი ქსოვს, მარგველაშვილი ცხოველების გარემოცვაში... მოკლედ, ფაქტია, რომ პრეზიდენტს ძაღლები ძალიან უყვარს და მათი მოვლაც არ ეზარება.

რაც შეეხება მის მეორე ნახევარს, ქალბატონ მაკა ჩიჩუას, როგორც გავიგეთ, მისი ერთ-ერთი გატაცება ყვავილების მოვლაა და საკმაოდ ლამაზი და საინტერესო ბაღი აქვს.

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ იცხოვრებს. სააკაშვილის დროინდელ რეზიდენციაში კი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაიდებს ბინას. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის რეზიდენციას, მარგველაშვილი მაისამდე მთავრობის კანცელარიაში იმუშავებს. შემდეგ კი ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში გადავა.

საინტერესოა, წაიყვანს თუ არა პრეზიდენტი თან თავის ოთხფეხა მეგობრებს და სად მიუჩენს მაკა ჩიჩუა თავის მცენარეებს ადგილს. და საერთოდ, დარჩებათ თუ არა დრო საყვარელი საქმიანობისთვის.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
თამრიკო
გიორგი თბილი პიროვნება ჩანს, საოცრად მომწონს მაკა!
00:17 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ცეცხლშიც გახვეულხართ!
11:01 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ბანკეტები, შეხვედრები... :)
10:20 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ეტკობა კარგი ადამიანია
10:24 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ბუნების და ცხოველებისადმი დამოკიდებულებაში ჩანს ადამიანის სულიერება. კეთილშობილი პიროვნება ყოფილა, რადგან ცხოველები უყვარს. სხვას ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი! წარმატებებს ვუსურვებ!
21:15 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS