06 აგვისტო, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანმა ქმარს ვენაში ჩააკითხა
ორი კვირის წინ ნანუკამ სატელევიზიო ეთერი დახურა და ჯერ შავიზღვისპირეთი მოინახულა, შემდეგ კი ქმართან, ვენაში გაემგზავრა "ირაკლი გარიდებულია სიტუაციას და ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ურჩევნია ყოფნა" - ამბობდა ჟურნალ "რეიტინგში" რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანი. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკა შეიცვალა და მთავრობაში "ქართული ოცნება" მოვიდა, რიგი მაღალჩინოსანი ქვეყნიდან წავიდა. მათ შორის ერთ-ერთი ერეკლე კოდუა იყო. წასულებიდან ზოგიერთზე ძებნაა გამოცხადებული და ზოგსაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

ერეკლე კოდუა გამონაკლისი გახლავთ, ის
არც პასუხისგებაში მიუციათ და არც არავინ ეძებს, თუმცა, როგორც მისი მეუღლის ინტერვიუდან ჩანს, მან მაინც წასვლა ამჯობინა.
ნანუკა და ირაკლი დიდი ხანია, რაც ერთად არიან. მათი რომანტიკული სიყვარულის ისტორია კი ბევრ წელს ითვლის.

უამრავჯერ გავრცელდა ჭორი, რომ კოდუამ ნანუკა მიატოვა და უცნობ გოგონასთან ერთად ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ჟორჟოლიანი, რომელიც მუდმივად კონტაქტობს პრესასთან, ყველა ჭორს მორიგ სიცრუეს უწოდებდა.

ერეკლე კოდუას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ჭორიკნებს უფრო მეტი საბაბი მიეცათ, რომ მარტოდარჩენილ ნანუკაზე ელაპარაკათ, მაგრამ ჟურნალისტი პერიოდულად "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს დებდა.
Rating

ორი კვირის წინ ნანუკამ სატელევიზიო ეთერი დახურა და ჯერ შავიზღვისპირეთი მოინახულა, შემდეგ კი ქმართან, ვენაში გაემგზავრა.

ნანუკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და მათი დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორები კი ისევ ჭორად რჩება.

სალომე დადიანი
სპეციალურად "რეიტინგის" საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ემიგრანტს
ეგეტი ბოღმა რომ ხარტ ალბატ იმიტომაც ხარტ ემიგრანტი.სადაც ხარტ იქაც ვერ ისვენებტ.
17:17 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კიკა
როდემდე უნდა იყოტ ხალხო ესეტი ბოღმიანები?ტუ ტქვენი პირადი არ გაგაჩნიატ და მარტოები ხარტ სხვას დაანებეტ ტავი.ამ ხალხმა იცის როგორ მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისაგან და ეს გხეტქავტ გულზე.
17:15 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მისჰა
სადატს უნდა იკ ტსავიდეს ვინ არიან რომ ინტერესი მკონდეს?ბოლოს სად ტსავლენ იგიტს ვიტსი. მატატს იტსიან,ხომ არ ვტსდები? ა ნანუ კამერიდან მოიკიტხავ მიშას.
17:41 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
არ მესმის რა რატომ ლანძგავტ და აგინებტ ამ დონემდე რატომ ვერ იტანტ,ის ადამიანი ეგეტია,ასეტი მოსცონს ტავის ტავი ტქვენ რატომ ერევიტ, მერე რა მოხდა ტუ გოიმია და ულამაზო,რაგაცაც ხო აქვს მოსაცონი.
17:03 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატია86
ვაიმეეე რატო უნდა რეცხოს ჭურჭელი და ხეხავსდეს სახლს,მან თავის შრომით მაგცია ყველაპერს,ნუ ხარტ შურიანები და პირადი შექმენიტ და სხვაზე სალაპარაკო დრო აგარ გექნებათ
15:43 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS