06 აგვისტო, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანმა ქმარს ვენაში ჩააკითხა
ორი კვირის წინ ნანუკამ სატელევიზიო ეთერი დახურა და ჯერ შავიზღვისპირეთი მოინახულა, შემდეგ კი ქმართან, ვენაში გაემგზავრა "ირაკლი გარიდებულია სიტუაციას და ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ურჩევნია ყოფნა" - ამბობდა ჟურნალ "რეიტინგში" რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანი. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკა შეიცვალა და მთავრობაში "ქართული ოცნება" მოვიდა, რიგი მაღალჩინოსანი ქვეყნიდან წავიდა. მათ შორის ერთ-ერთი ერეკლე კოდუა იყო. წასულებიდან ზოგიერთზე ძებნაა გამოცხადებული და ზოგსაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

ერეკლე კოდუა გამონაკლისი გახლავთ, ის
არც პასუხისგებაში მიუციათ და არც არავინ ეძებს, თუმცა, როგორც მისი მეუღლის ინტერვიუდან ჩანს, მან მაინც წასვლა ამჯობინა.
ნანუკა და ირაკლი დიდი ხანია, რაც ერთად არიან. მათი რომანტიკული სიყვარულის ისტორია კი ბევრ წელს ითვლის.

უამრავჯერ გავრცელდა ჭორი, რომ კოდუამ ნანუკა მიატოვა და უცნობ გოგონასთან ერთად ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ჟორჟოლიანი, რომელიც მუდმივად კონტაქტობს პრესასთან, ყველა ჭორს მორიგ სიცრუეს უწოდებდა.

ერეკლე კოდუას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ჭორიკნებს უფრო მეტი საბაბი მიეცათ, რომ მარტოდარჩენილ ნანუკაზე ელაპარაკათ, მაგრამ ჟურნალისტი პერიოდულად "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს დებდა.
Rating

ორი კვირის წინ ნანუკამ სატელევიზიო ეთერი დახურა და ჯერ შავიზღვისპირეთი მოინახულა, შემდეგ კი ქმართან, ვენაში გაემგზავრა.

ნანუკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და მათი დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორები კი ისევ ჭორად რჩება.

სალომე დადიანი
სპეციალურად "რეიტინგის" საიტისთვის

ბეჭდვა