12 აგვისტო, 2013
ანი ტყებუჩავამ ჯვარი რეჟისორზე დაიწერა
სავარაუდოდ, ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვით ტკბება.  ''რეიტინგის'' სახელით ანის გაბედნიერებას ვულოცავთ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი ანი ტყებუჩავა გათხოვდა. მართალია, ანის სიყვარულის ამბავი კარგა ხნის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მსახიობი რჩეულის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდა.

''ახალი დაწყებულია ეს ურთიერთობა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მეგობრების წრეში ვხვდებოდით, ნელ-ნელა ერთმანეთში აღმოვაჩინეთ ისეთი თვისებები, რომლებმაც მოგვხიბლა და მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. არ ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ისეთი მიყვარს როგორიცაა და მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. საოცრად კომფორტული, თბილი და
ყურადღებიანი ადამიანია, უყვარს თავისი პროფესია, რაც ძალიან მიხარია. იმასაც გაგიმხელთ, რომ ხელოვანია'' -
ამბობდა ანი, რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საუბრისას.

ერთი კვირის წინ, მსახიობთან ინტერვიუ კიდევ ერთხელ ჩავწერეთ. საიდანაც შევიტყვეთ, რომ ანის საქმრო რეჟისორი გახლდათ და სადედამთილოსთან მსახიობს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ინტერვიუს დაბეჭდვიდან დაახლოებით ერთ კვირაში ანიმ ლევან ბარამიძეზე ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერის დეტალების გასარკვევად ანისთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
Rating
სავარაუდოდ, ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვით ტკბება.  ''რეიტინგის'' სახელით ანის გაბედნიერებას ვულოცავთ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ლიკა
ანი ჩემო კარგო გილოცავ გაბედნიერებას გისურვებ წარმატებებს სიხარული არ მოგკლებოდეს და სულ ყოფილიყავი გაბედნიერებული გაუფრტხილდი შენ მეუგლეს და იყავით ბედნიერები სიცოცხლის ბოლომდე
13:38 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მია
სარდაფის თაგვებზე ვიხალისე
17:38 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანინელი
ბედნიერება ანის, კარგი გოგოა
12:40 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
გარეგნობიტაც კარგი ხარ ანი ინტრიგანებს არ აჰყვე,გილოცვ გაბედნიერებას და გისურვებ საუკეთესო ოჯახის შექმნას...
22:31 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ღმერთმა ბედნიერი გოგო გამყოფოს,საუკეთესო მსაXიობი ხარრრ...
22:18 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS