14 აგვისტო, 2013
ფეხმძიმე ნინო არაზაშვილმა ჯვარი სანდრო ონოფრიშვილზე დაიწერა
პრესაში მათი ურთიერთობის შესახებ იწერებოდა, თუმცა ნინო პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის დელიკატურად არიდებდა თავს ტელეწამყვანმა და დილის გადაცემის პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა რამდენიმე დღის წინ ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ალპინისტი სანდრო ონოფრიშვილი გახლავთ.

სანდრო ადრე
''რუსთავი 2'' -ის ერთ-ერთი პროექტ ''კოდის''  პროდიუსერიც გახლდათ.
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო.

პრესაში მათი ურთიერთობის შესახებ იწერებოდა, თუმცა ნინო პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის დელიკატურად არიდებდა თავს.

''მე და ნინო დიდი ხანია ერთად ვართ, თუმცა პირად საკითხებზე საუბარი არ მიყვარს და არ
მელაპარაკოთ'' - ასეთი კომენტარი გააკეთა პრესასთან ორი წლის წინ სანდრომ.

ნინო არაზაშვილს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. სამწუხაროდ მეორე ქორწინებაში არ გაუმართლა. ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა, რომ ცხოვრებაში ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად უწევდა.
Rating
თუმცა, ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი დგას. გარდა იმისა, რომ ჯვარი საყვარელ ადამიანზე დაიწერა, მესამე შვილს ელოდება.
წყვილს ''რეიტინგის'' სახელით ბედნიერებას ვუსურვებთ…

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ჩემი კომენტარი წაგიშლიათ და რატომ?
15:21 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნ
გოგონებო, კამარკვიეთ მეორე ქორწინებაში არ გაუმართლა და ორსული დარჩა??? ეხლა მესამედ გათხოვდა?
17:53 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნინოს ბედნიერებას ვუსურვებ. ვაღიარებ რომ მშურს გათხოვილი, ბედნიერი და შვილებიანი ქალების. ღმერთმა გაგამრავლოთ
11:13 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათათო
ღმერთმა ხელი მოუმართოს. საინტერესოა კიდევ რამდენჯერ გათხოვდება.ვერ ვიტან ასეთ ქალებს.ერტი მაგათი .....
15:15 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნამეტანი კეთილი კაცი ჩანს სიძე-თვალებში ეტყობა...გულწრფელი სიყვარული და ბედნიერება ყველას!სხვისი ბედნიერება ნუ შეგშურდებათ....
18:06 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS