26 აგვისტო, 2013
ვინ არის ნასტაშა? - ბერა ივანიშვილის ექსკლუზიური ფოტოები
ნაციონალური ხელისუფლების დროს, ანგარიშსწორების ეშინოდათ, მაგრამ მამის გაპრემიერების შემდეგ ბერას სიახლოვეს, უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდა
ბერა ივანიშვილმა თინეიჯერი გოგონების გულები ჯერ კიდევ მამის პოლიტიკაში წასვლამდე მოიგო. ის ერთადერთი გახლდათ ივანიშვილების ოჯახიდან, რომელიც პრესასთან თანამშრომლობდა და თავისი მუსიკალური კარიერის შესახებ საუბრობდა.

მალე საზოგადოებამ მისი ოჯახი ახლოს გაიცნო. პოლიტიკაში წასული ივანიშვილის შვილს თავიდან ბევრი ცნობილი სახე ერიდებოდა, რადგან ნაციონალური ხელისუფლების დროს, ანგარიშსწორების ეშინოდათ, მაგრამ მამის გაპრემიერების შემდეგ ბერას სიახლოვეს, უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდა.

ფოტოები, რომელიც რამდენიმე საათის
წინ მოვიპოვეთ, ორი წლის წინ, ბერას მორიგი კლიპის ''ჰიპ-ჰოპ ვალსზე'' მუშაობისას არის გადაღებული. ქერა გოგონა, რომელთან ერთადაც ბერა დივანზეა ზის ამერიკელი მოცეკვავე ნასტაშააა, რომელიც ბერას კლიპში ცეკვავს.

Rating
Rating
Rating


სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

ბეჭდვა