26 აგვისტო, 2013
გიორგი ნაზღაიძე: ''ვისაც ჩემი და თამუნას ამბავი გაუხარდა, იმის დედას შე…ი''
თავისუფლებაზე მყოფმა ცნობილმა წყვილმა ერთმანეთს ასე მიულოცა: ''მოულოდნელ ''სვაბოდას'' გილოცავ ''ბრატ''… გუშინ, თურქეთიდან მომავალი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და დიზაინერი გიორგი ნაზღაიძე სარფის საბაჟოზე დააკვეს. ეს ინფორმაცია ღამით გავრცელდა. ინფორმატორი იუწყებოდა, რომ გიორგი ნაცემი გახლდათ, თამუნას კი მანქანა ჩამოართვეს.

მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ წყვილმა სარფის საბაჟოზე რიგი არ დაიცვა. ამ უცნაურ მიზეზს უამრავი ჭორი მოჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთი არ გამართლდა.
მოგვიანებით, საქმეში საკონსულო ჩაერთო და შესაბამისი სამართლებრივი ოქმის გაფორმების შემდეგ, დაკავებულები რამდენიმესაათიანი ''პატიმრობიდან''
გაათავისუფლეს. თურქი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარზე მცირე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი.

ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი სოციალური ქსელის საშუალებით გახდა. როგორც დაპატიმრების ასევე გათავისუფლების შესახებ, ''ფეისბუქიდან'' შევიტყვეთ. თავისუფლებაზე მყოფმა ცნობილმა წყვილმა ერთმანეთს ასე მიულოცა: ''მოულოდნელ ''სვაბოდას'' გილოცავ ''ბრატ''…

მოგვიანებით, გიორგი ნაზღაიძემ თავისი და თამუნას სახელით, ყველას მადლობა გადაუხადა ვინც გვერდით დაუდგათ და მათი პრობლემა განიცადა.
''ღმერთს მადლობა და თქვენ… თითქმის მშვიდობით ჩაიარა ამ უსამართლობამ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. სახეზე არაფერი არ მჭირს ისეთი, დამშვიდდით მეგობრებო'' - წერს ნაზღაიძე ''ფეისბუქზე''…

Ratingთუმცა როგორც ჩანს, მათი გათავისუფლება ბევრს არ გაუხარდა, რადგან რამდენიმე საათში გიორგიმ მორიგი სტატუსი დაწერა:
''ვისაც ჩემი და თამუნას ამბავი გაუხარდა, ყველას დედას შე...ი''

Ratingგიორგის საცოლეს, მარიამ ქინლაძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა ''ფეისბუქის'' გვერდი გაუქმებული აქვს. როგორ ჩანს, გიორგიმ საკმაოდ მარტივად გადაიტანა ეს ''ტრაგედია'', თუმცა ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ''ნანუკას შოუში'' ხელი სთხოვა, ძალიან შეყვარებული ჩანდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


ბეჭდვა