16 მარტი, 2016
რითი იქნება განსხვავებული ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალი სეზონი, ვინ იქნებიან პროექტის მონაწილეები
გოჩა ჩერტკოევი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უჩვეულო ფორმაშია "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხელმძღვანელ და ჟიურის წევრ გოჩა ჩერტკოევის თბილისში ჩამოსვლის კადრები უკვე გავრცელდა. გოჩა ჩერტკოევი გვპირდება, რომ ახალი, მეექვსე სეზონი განსხვავებული და როგორც ყოველთვის საინტერესო იქნება. გოჩა ამ პროექტის ხელმძღვანელი პირველადაა. 

გოჩა ჩერტკოევი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უჩვეულო ფორმაშია. ყველაზე დიდ ყურადღებას მისი იისფერი წვერი იქცევს. მოგვიანებით შესაძლოა, გაამხილოს კიდეც რატომ გადაწყვიტა წვერი იისფრად შეეღება.

დღეს ცნობილი გახდა პროექტის მომდევნო სეზონში მონაწილეების ვინაობა.  მონაწილეები უკვე აქტიურად ვარჯიშობენ, მათ შორის
იქნება ლიზა ყენია, რომლის მეწყვილეც სავარაუდოდ რატი გაჩეჩილაძეა. ლიზიმ მასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო ფეისბუქზე.

როგორც ამბობენ, პროექტში ასევე ვიხილავთ ''მის საქართველო 2015'' ნუკი ყარალაშვილს, მომღერალ ნინი წიკლაურს, დუტა სხირტლაძეს, ეკა ამირეჯიბს, ანდრია გველესიანს, რომელიც პოპულარული უკრაინულ ''იქს ფაქტორში'' მონაწილეობის შემდეგ გახდა. 

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ უკვე ყველასთვის ცნობილი მოცეკვავეები მიკა ორველაშვილი, ოთო ფოლადაშვილი, სალომე ჭაჭუა, ლევან ახვლედიანი.

განსაკუთრებულ ინტერესს სავარაუდოდ სალომე ჭაჭუას მეწყვილე დაიმსახურებს, რადგან ყველა თანხმდება, რომ სალომე ძალიან კარგი მოცეკვავეა, თუმცა დღემდე მას ეს პროექტი არ მოუგია.

გასულ სეზონში ''ცეკვავენ ვარსკვლაების'' გარშემო ბევრი სკანდალი ვიხილეთ.

შესაძლოა, ამ მხრივ პროექტი გამონაკლისი არც წელს იყოს. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა გოჩა ჩერტკოევი თბილისში ჩამოსვლისას.
RatingRatingRating
ბეჭდვა