21 მარტი, 2016
ნანუკა ჟორჟოლიანი გათხოვებასთან დაკავშირებით ჭორებს უარყოფს
შუბლზე ძარღვი არ უნდა გაიწყვიტო
დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი მატროსოვის ციხეში ყოფილ თბილისის მერს გიგი უგულავას გაჰყვა ცოლად. ინფორმაციას ერთ - ერთი სააგენტო ავრცელებს უცნობ წყაროზე დაყრდნობით.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

''როდესაც ემიგრანტების 90% შენგან იღებს ინფორმაციას, როდესაც გაქვს პრეტენზია გერქვას სააგენტო, შუბლზე ძარღვი არ უნდა გაიწყვიტო და ორღობის ჭორიკანასავით არ უნდა დაწერო ყველა მარაზმი!

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ტროლი და შეაგდოს ინფორმაცია სააგენტოში, ამ დროს რას ვშვებით! ყველანაირ
დებილობას, სისულელეს და იდიოტობას ვწერთ სააგენტოზე! დროს გაძლევ აიღო ეს სისულელე შენი გვერდიდან თორემ სასამართლოში შევხვდებით!''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS