26 მარტი, 2016
ნანა ლორთქიფანიძე მაია ასათიანის წინააღმდეგ - „ეს ნორმალურია? ჟურნალისტი მაიკო აი, ასე რომ იჭაჭება“?
მე რა იდიოტკა ვარ, ამათ რომ ვუყურებ! ლალის ხათრით დამემართა ეს ამბავი
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გადაცემა "პროფილ"-ს, რომელიც გასპარ ნოეს "LOVE" -ის განხილვას მიეძღვნა. გადაცემას ეხმაურება მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეც და წამყვანს და რამდენიმე სტუმარს: თამარ ჩერგოლეიშვილს და თინა მახარაძეს აკრიტიკებს. ფეისბუქზე წერს, რომ გადაცემას მხოლოდ ლალი ბადურაშვილის ხათრით უყურა. 

"ღმერთო ! ამას რას ვისმენ და რას ვუყურებ „რუსთავი 2“- ზე. ეს უზრდელი მაია ასათიანი ყველას ჭკუას რომ გვასწავლის, თვითონ თუ ისწავლის ელემენტარულ ჟურნალისტურ
ეთიკას კარგი იქნება, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია ამ ქაჯისთვის რამის სწავლა.

რა დავაშავეთ! ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა. ეს ჩერგოლეიშვილი ნამდვილი გესტაპოელია, მგონია, რომ პატარა მაუზერიც ედება, უზრდელები!

წყობიდან არიან გამოსულები ეს საცოდავები! წყალწაღებულების ამბავია, ხავსის ფუჩეჩებს ებღაუჭებიან! სად იყვნენ ეს ჟურნალისტები 10 წელი ! სად!

გადაცემებს აკეთებდნენ პლასტიკურ ოპერაციებზე და კრეტინულ ჭორებზე, რომ " ცხოვრება მშვენიერია" რაღაც არ მახსოვს, მაია ასათიანი ციხის პრობლემებზე აღშფოთებული ან დილის 4 საათზე ნოტარიუსებთან მითრეული ადამიანების ბედით შეწუხებული, როცა ბინებს და ქონებას ჩუქნიდნენ სახელმწიფოს, როცა ქუჩებში "წარმატებული" სპეცოპერაციების დროს ბიჭებს ხოცავდნენ და ა.შ

„ჩერგოლეიშვილი პიდაპირ დასაწვენია თავისი წითელი აჟურული კაბით." 

ლალი ბადურაშვილო! ჩემო საკვარელო! ლამაზო ! მართალო! რატო მიხვედი ამ უბედურებაში რატომ! ამ უზრდელებს რატომ ააშლევინე ნერვები!

ჩერგო რა პრადვინუტია! ჩვენ სად დავეწევით თინას და მაგას. ორი უნიჭო და უზრდელი! მე რა იდიოტკა ვარ, ამათ რომ ვუყურებ! ლალის ხათრით დამემართა ეს ამბავი, თორემ ამ არხს საეთოდ არ ვრთავთ ოჯახში!“

ეს ნორმალურია? ჟურნალისტი მაიკო აი, ასე რომ იჭაჭება?!“,წერს მსახიობი.

ბეჭდვა