ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ბონდარენკოსთან ერთად სალომე ჭაჭუას ნახვა სურდათ.
მაგრამ როგორც ჩანს, პროექტის ხელმძღვანელები სხვაგვარად ფიქრობენ. თავად ასაიდუმლოებენ, თუმცა სოციალურ ქსელში დღეს სტანისლავ ბონდარენკოს მეწყვილეს ფოტოები გავრცელდა.
ბონდარენკოს მეწყვილე ნიკი კეშელავა წარმოშობით ბათუმიდანაა და აჭარის სპორტული ცეკვების პრეზიდენტია. სოციალურ ქსელში უკვე განიხილევენ ნიკის გარეგნობას. ბევრის აზრით ნიკი ძალიან საყვარელი და სექსუალური გოგონაა.
მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო კი თბილისში უკვე მეორედ ჩამოვიდა და „ცეკვავენ ვარსკვავებში“ მონაწილეობისთვის გულმოდგინედ ემზადება.