27 მარტი, 2016
რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ექიმისგან
შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.

"დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერ გეტყვით", - განაცხდა
ნანი ყავლაშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. შორენა ბეგაშვილის შვილი, რომელიც 14 წლისაა, გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. იხილეთ ვიდეო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS