27 მარტი, 2016
სალომე ჭაჭუა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ყველაზე სექსუალურ ბიჭთან ერთად იცეკვებს?
"იმედის" ეთერში მალე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყება. ბევრს აინტერესებს ვინ იქნებიან მეექვსე სეზონის მონაწილეები.

განსაკუთრებულ ინტერესსს იწვევს სალომე ჭაჭუას მეწყვილის ვინაობა. ბევრი ფიქრობდა, რომ სალომე და სტანისლავ ბონდარენკო საუკეთესო წყვილი იქნებოდა. მაგრამ კულუარული ინფორმაციით მისი მეწყვილე აჭარის სპორტული ცეკვების პრეზიდენტი - ნიკი კეშელავაა.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა სალომე ჭაჭუას და მისი მეწყვილის ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი კითხვა დასვეს - 
ვინ გინდათ და ვინ წარმოგიდგენიათ მის მეწყვილედ?

Rating


სოციალურ ქსელში რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ნიკა ლაზარიაშვილი და ანდრია გველესიანი. უფრო
ბევრი ხმა ანდრია გველესიანს ხვდა წილად.

სოციალურ ქსელში ახალი გვერდიც შეიქმნა „ანდრია გველესიანი და სალომე ჭაჭუა ცეკვავენ ვარსკვლავები“.

შეგახსენებთ, ანდრია გველესიანზე სიმპატიური ბიჭია, რომელიც უკრაინულ ''X ფაქტორში'' მონაწილეობდა. ის  პროფესიით მსახიობია. ახმეტელის თეატრში მუშაობს და წლების წინ ''ჯეოსტარშიც'' სცადა ბედი, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში იხსენებენ, მარინა ბერიძის მწარე კრიტიკის მსხვერპლი გახდა.

უკრაინულ სცენაზე გამოჩენისთანავე, ჟიურის წევრები მისით აღფრთოვანდნენ.

ჟიურის ქართველმა წევრმა ნინო ქათამაძემ კი მის ნიჭთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ ანდრია ძალიან სექსუალურია.

მისი ნამღერის შემდეგ უკრაინელი მამაკაცებიც კი ფეხზე წამოდგნენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS