27 მარტი, 2016
ჯენიფერ ლოპესი, ელტონ ჯონი და ქართული ცეკვა რუსი მილიარდერის შვილის წარმოუდგენლად მდიდრულ ქორწილში
რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ინგუში ბიზნესმენის მიხაილ გუცერიევის ვაჟის ქორწილმა მსოფლიო აალაპარაკა. "ფორბსის" მონაცემებით, გუცერიევი დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მფლობელია და ფული არ დაინანა 28 წლის ვაჟის ქორწილისთვის. უკვე ლეგენდებივით ჰყვებიან, თუ როგორ იმღერეს ქორწილში ჯენიფერ ლოპესმა, სტინგმა, ენრიკე იგლესიასმა, რომელთაც მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადეს ჰონორარების სახით. ამ მომღერლებმა სრულფასოვანი კონცერტები ჩაატარეს, რამდენჯერმე გამოიცვალეს კოსტიუმები და რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

ქორწილში შესრულდა რამდენიმე ქართული ცეკვა, საღამოს ბოლოს კი სტუმრების განწყობაზე ალა პუგაჩოვამ იზრუნა.

გამორჩეულად იყო გაფორმებული დარბაზი
- სულ ყვავილებით იყო მორთული, 200 ათასი დოლარი გადაიხადეს ამ ცოცხალ ყვავილებში. ორმეტრიანი საქორწილო ტორტი დაიჭრა, საოცარი ფეიერვერკები გაუშვეს, სუფრაზე იყო ბევრი ხიზილალა, სუში და კავკასიური კერძები. იხილეთ სრულად +ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
meee
Madloba baton miráis rom a paseos qartul cekvas.
19:12 / 28-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნენე
სუხიშვილებმა და ერისიონმა რო იცეკვა ამ ქორწილში იმას რატო არ წერთ?
21:37 / 27-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS