22 სექტემბერი, 2013
შიშველი გიორგი ნაზღაიძე მაია ფანჯიკიძეს აკრიტიკებს
მართალია, წყვილი მალე გაათავისუფლეს, მაგრამ ნაზღაიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში დებდა ბრალს დიზაინერი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე თავისი განცხადებებით მუდმივად აოცებს საზოგადოებას. გარდა იმისა, რომ მისი კრიტიკული ტონი ყოველთვის შოკისმომგვრელია, განსაკუთრებულად უყვარს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და სხვადასხვა მაღალჩინოსნების კრიტიკა.

მოკლედ, ნაზღაიძე არ ისვენებს და სოციალურ ქსელში მისი კედელი ყოველთვის საინტერესო პოსტებით და ფოტოებით არის დატვირთული. ორი დღის წინ, ნაზღაიძემ ორი ფოტო გამოაქვეყნდა, სადაც სრულიად შიშველია. მართალია, ფოტოზე მთლიანად არ ჩანს, მაგრამ დაგვემუქრა: - ჯერ სად
ხართო.

გაშიშვლების შემდეგ ნაზღაიძე კრიტიკულ ხასიათზე დადგა და ამჯერად მისი რისხვა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დაიმსახურა.

''მაი ფანჯიკიძე (საგარეო საქმეთა მინისტრი)
ქალბატონო მაია, ამდენ შეხვერდას რომ აწყობთ. ახლაც განაცხადეთ ''მაესტროზე'' , რომ სამოცი შეხვერდა გაქვთ ჩატარებული. ასეთი კითხვა მაქვს, და აზრი რა არის ამ შეხვედრების? ქვეყნებს რომ ნახულობთ ეს უკვე გავიგეთ.'' - წერს ნაზღაიძე.

როგორ ჩანს, ნაზღაიძემ ჯერ კიდე ვერ მოინელა გადატანილი ტრავმა, როდესაც სარფის საბაჟოზე ის და თამუნა მუსერიძე თურქმა პოლიციელებმა დააკავეს. მართალია, წყვილი მალე გაათავისუფლეს, მაგრამ ნაზღაიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში დებდა ბრალს.
Rating

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

ბეჭდვა