23 სექტემბერი, 2013
ია ფარულავა: ქალგანაღდებულო ტარიელ, მიყვარხარ
სოციალურ ქსელში ია ფარულავას სტატუსმა, რომ მან და ტარიელმა ჯვარი დაიწერეს, ბევრი შოკში ჩააგდო. ზოგმა კი იას ხუმრობად ჩაუთვალა, სანამ მსახიობმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა

წუხელ, ღამის ათ საათზე მსახიობმა ია ფარულავამ და ცნობილმა გიტარისტმა ტარიელ სუარმა ჯვარი დაიწერეს. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ტარიელმა იას პირდაპირ „ნიჭიერის“ სცენაზე სთხოვა ხელი და მისგან თანხმობაც მიიღო.

სოციალურ ქსელში ია ფარულავას სტატუსმა, რომ მან და ტარიელმა ჯვარი დაიწერეს, ბევრი შოკში ჩააგდო. ზოგმა კი იას ხუმრობად ჩაუთვალა,
სანამ მსახიობმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა.

ტარიელ სუარი - გერმანიაში მოღვაწე ქართველი გიტარისტი გახლავთ. ცნობილია, რომ ოცი წლის მანძილზე სიგიჟემდე უყვარდა მსახიობი და როგორც კი გაიგო, რომ იას გული საბოლოოდ გათავისუფლდა, საქართველოში დაბრუნდა და მისი გულის მოსაგებად მცდელობა არ დაუკლია.

იას ტარიელი ყველგან დაჰყვებოდა, მაგრამ პრესა და პაპარაცები მათ წყვილს ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ყველა მიჩვეულია, რომ იას გვერდით ყოველთვის ცნობილი მამაკაცები ტრიალებენ. ტარიელის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, საზღვარგარეთ ცნობილი გიტარისტი, რატომღაც სამშობლოში მასისთვის უცნობია.

ფაქტია, რომ ტარიელმა იას გული მოინადირა და საყვარელი და საოცნებო ქალბატონი საკურთხეველთან მიიყვანა. თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ჯვრისწერის ღამეს ტარიელმა საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა.

„რომ მიფრინავდა, მაგიტომაც გაიგიჟა თავი და დააჩქარა მოვლენები. კონცერტები, საქმეები, მე კი აქ ვარ დაკავებული“ - წერს ია.
ცნობილია, რომ იაც მალე გაემგზავრება გულისწორთან, მაგრამ, სავარაუდოდ, „ნიჭიერის“ პროექტის დასრულების შემდეგ. მანამდე კი მეუღლეს სიყვარულს სოციალური ქსელის საშუალებით უხსნის:
„ქალგანაღდებულო ტარიელ, მიყვარხარ“ ...

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ასაკი
სიძე 37 წლის ყოფილა.ია კიდე 46წლის წიწკვი.ვაი მისო დედამთილოოოოო
10:40 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
განაღდებული
ქალგანაღდებული ტარიელი კი არის,მაგრამ ია თუ არის ნეტა კაცგანაღდებული??ქმარი იქა,ცოლი აქა,გიტარა იქა,რადიო აქა.როგორი პონტია ტოოოო???
09:33 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
პელე
უხდებიან ერთმანეთს პიარის ტექნოლოგიაში და ტყუილების ფრქვევაში
16:29 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ერთი
უხდებიან ერთმანეთს
11:22 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თაფლი
უსიძეო თაფლობბაააააა..დაუკარით
16:59 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS