11 ოქტომბერი, 2013
პონჩოს ბრჭყვიალი და სცენაზე დაკარგული გია სურამელაშვილი
მართალია, დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე გაიგო თუ არა ინტერნაციონალური ჟიურის რჩევები გიამ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აღარ სჭირდება. 
არ ვიცი, უწინასწარმეტყველა თუ არა გია სურამელაშვილს პირადმა ექსტრასენსმა, რომ კონკურსს პირველივე ტურში დატოვებდა, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალს ბრჭყვიალა სამოსმაც ვერ უშველა. ვერკა ჯაჯანიძესთან ერთად შესრულებულმა "რუმბამ" გიალოს (როგორც მას თაყვანისმცემლები ეძახიან) ჟიურის გული ვერ მოაგებინა და ვარსკვლავს დაუნდობლად უწოდეს "სცენაზე მოსიარულე".

მართალია, დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე გაიგო თუ არა ინტერნაციონალური ჟიურის რჩევები გიამ, მაგრამ ფაქტია, რომ
ეს აღარ სჭირდება.

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა სეზონს ჰყავდა თითო გამორჩეული მონაწილე. პირველ სეზონზე აჩიკო მეფარიძის ცეკვით სცადეს ჩვენი გაოცება. არ გამოუვიდათ და ალბათ ეს შეცდომა გაითვალისწინა ახალმა პროდიუსინგმა და მეორე სეზონში ეპატაჟური და შეიძლება ითქვა, კაშკაშა ვარკვლავი გივი სიხარულიძე მიიწვიეს.

ბატონმა გივიმ მართლა დადგა შოუ და მაყურებლების გარკვეული ნაწილი პროექტს მის გამო ადევნებდა თვალს.

მესამე სეზონზე შოუს ძველი გუნდი დაუბრუნდა და ალინა არველაძე ნოე სულაბერიძემ შეცვალა. გამორჩეულ მონაწილედ კი გია სურამელაშვილი მიიწვიეს. ორი კონცერტის მანძილზე სოციალურ ქსელში გიას გულშემატკივრების მთელი არმია გამოჩნდა, მაგრამ მომღერალმა მათ იმედები პირველივე კონცერტზე გაუცრუა.

გიამ აჩიკო მეფარიძის გზა გაიარა და შოუ პირველ საკონკურსო დღესვე დატოვა.

''როგორ გააგდეთ ბიჭო, აზრი აღარ აქვს მაგ შოუს ჩემთვის. არა, რა საქართველოში ყველაფერი ჩაწყობითაა ბლიად...'' - წერს მამულიჩა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე.

მის ორაზროვან სტატუსს, რომლის მიხედვითად ვერ მიხვდებით მართლა დასწყდა თუ არა გული ცნობილ პროდიუსერს, ანრი ჯოხაძე თავისებურად გამოეხმაურა და დაწერა:
''გიას ის სარაფანის მაგვარი ვინ შეუკერა?''

მისი სტატუსი როგორც ჩანს არასწორად გაიგეს და ერთ-ერთმა მომხმარებელმა სურამელაშვილი გია დეიდათი მოიხსენია, რის გამოც მოგვიანებით ანრის განმარტების გაკეთება მოხდა.
''მე არ მითქვამს პენუარი და მითუმეტეს დეიდა!!! უბრალოდ რაც ეცვა სასტიკად არ მომეწონა. სარაფანის თუ პონჩოს სტილში, თორემ ვინმეს ეგ სამოსი თუ არ აცვია, არ ნიშნავს, რომ ფარულად არ დეიდობენ.''

როგორც ჩანს, ჟიურიმ და განსაკუთრებით გოჩა ჩერტკოევმა გიას სცენაზე სიარული არ აპატია, რადგან იმდენად დაბალი ქულები დაუწერეს, რომ გია და ვერკა ცამეტი წყვილიდან ბოლო ადგილზე გავიდნენ.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
სოფია
გია მაინც გიააა,ბევრს უყვარს და ეყვარება!!!
10:32 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნინა გეთანხმები
21:30 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ასე გაკიცხვაც არ შეიძლება, ალბათ გიამაც და კუზანოვმაც იცოდნენე რომ კონკურსნტები ძლიერები ეყოლებოდათ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ პირიქით, უნდა წავახალისოთ მათი გამბედაობა, თუ სულ ვაკრიტიკეთ ასეთი მონაწილეები, მაშინ შოუც აღარ შედგება და მომავალში პროდუსერებეს მონაწილეების მოძებნა და მათი დაყოლიება გაუჭირდებათ. Mითუმეტეს ისეთი ხალხისა, როგორიც ბატონი კუზანოვია, ანუ ვისაც სცენასთან შეხება არ ჰქონიათ. ასე რომ კი არ გავაქილიკოთ, პირიქით,უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავყრით მაინც...
13:32 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
მედეა-მობილურებიც გვაქვს ბოლო მოდელის, ინტერნეტიც ბევრ ახალგაზრდაზე კარგად ვიცით . და ბევრ ბაბოს სკოლის პროგრამა , რომელიც 25-30 წლის წინ ისწავლა უკეთ ახსოვს ვიდერე 5 წლის წინ ვინც აიღო ატესტატი. არაფერს ვამბობ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნაზე, ასე რომ ჩემო კარგო ტკბილი სიბერე მოგცეს უფალმა, წლები მალე მიფრინავს და ეს ოხერი გული კი არ ბერდება.
16:39 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
გია კარგი მომღერალია, ქალაქურ სიმღერებს კარგად ასრულებს, როგორც მოსწონს ისე იცმევს ეს არავის საქმე არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ ეს გული არ ბერდება, წლებს მაინც თავისი მიაქვს, მე არ ვიძახი რომ ბებერია, მაგრამ, ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის საკმაოდ ასაკიანი, მაყურებელი კი უმეტესწილად ახალგაზდობაა, ვისაც გიას კონცერტებზე გული მისდიოდა ზოგი ახლა ჯოხით დადის, დაბეჩავებულია ცხოვრებამ ზოგს მაგრად შემოსცხო ცხვირ-პირში. პროდიუსერის საქმეა შუუ დადგას, ხალხი აალაპარაკოს ვფიქრობ , არ უნდა წამოგებოდა,
16:28 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS