11 ოქტომბერი, 2013
პონჩოს ბრჭყვიალი და სცენაზე დაკარგული გია სურამელაშვილი
მართალია, დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე გაიგო თუ არა ინტერნაციონალური ჟიურის რჩევები გიამ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აღარ სჭირდება. 
არ ვიცი, უწინასწარმეტყველა თუ არა გია სურამელაშვილს პირადმა ექსტრასენსმა, რომ კონკურსს პირველივე ტურში დატოვებდა, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალს ბრჭყვიალა სამოსმაც ვერ უშველა. ვერკა ჯაჯანიძესთან ერთად შესრულებულმა "რუმბამ" გიალოს (როგორც მას თაყვანისმცემლები ეძახიან) ჟიურის გული ვერ მოაგებინა და ვარსკვლავს დაუნდობლად უწოდეს "სცენაზე მოსიარულე".

მართალია, დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე გაიგო თუ არა ინტერნაციონალური ჟიურის რჩევები გიამ, მაგრამ ფაქტია, რომ
ეს აღარ სჭირდება.

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა სეზონს ჰყავდა თითო გამორჩეული მონაწილე. პირველ სეზონზე აჩიკო მეფარიძის ცეკვით სცადეს ჩვენი გაოცება. არ გამოუვიდათ და ალბათ ეს შეცდომა გაითვალისწინა ახალმა პროდიუსინგმა და მეორე სეზონში ეპატაჟური და შეიძლება ითქვა, კაშკაშა ვარკვლავი გივი სიხარულიძე მიიწვიეს.

ბატონმა გივიმ მართლა დადგა შოუ და მაყურებლების გარკვეული ნაწილი პროექტს მის გამო ადევნებდა თვალს.

მესამე სეზონზე შოუს ძველი გუნდი დაუბრუნდა და ალინა არველაძე ნოე სულაბერიძემ შეცვალა. გამორჩეულ მონაწილედ კი გია სურამელაშვილი მიიწვიეს. ორი კონცერტის მანძილზე სოციალურ ქსელში გიას გულშემატკივრების მთელი არმია გამოჩნდა, მაგრამ მომღერალმა მათ იმედები პირველივე კონცერტზე გაუცრუა.

გიამ აჩიკო მეფარიძის გზა გაიარა და შოუ პირველ საკონკურსო დღესვე დატოვა.

''როგორ გააგდეთ ბიჭო, აზრი აღარ აქვს მაგ შოუს ჩემთვის. არა, რა საქართველოში ყველაფერი ჩაწყობითაა ბლიად...'' - წერს მამულიჩა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე.

მის ორაზროვან სტატუსს, რომლის მიხედვითად ვერ მიხვდებით მართლა დასწყდა თუ არა გული ცნობილ პროდიუსერს, ანრი ჯოხაძე თავისებურად გამოეხმაურა და დაწერა:
''გიას ის სარაფანის მაგვარი ვინ შეუკერა?''

მისი სტატუსი როგორც ჩანს არასწორად გაიგეს და ერთ-ერთმა მომხმარებელმა სურამელაშვილი გია დეიდათი მოიხსენია, რის გამოც მოგვიანებით ანრის განმარტების გაკეთება მოხდა.
''მე არ მითქვამს პენუარი და მითუმეტეს დეიდა!!! უბრალოდ რაც ეცვა სასტიკად არ მომეწონა. სარაფანის თუ პონჩოს სტილში, თორემ ვინმეს ეგ სამოსი თუ არ აცვია, არ ნიშნავს, რომ ფარულად არ დეიდობენ.''

როგორც ჩანს, ჟიურიმ და განსაკუთრებით გოჩა ჩერტკოევმა გიას სცენაზე სიარული არ აპატია, რადგან იმდენად დაბალი ქულები დაუწერეს, რომ გია და ვერკა ცამეტი წყვილიდან ბოლო ადგილზე გავიდნენ.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

ბეჭდვა