29 აგვისტო, 2013
სარკის წინ ტუჩებგამობურცული პოზირების საიდუმლო ნარცისიზმი თუ ახალი მოდა?!
ფოტო ბედნიერი წამის ამსახველია და თუკი ვინმეს ასეთი ბედ­ნიერი წამი ტუალეტში აქვს, გადაიღოს და ასახოს მას შემდეგ, რაც ჩვენს რეალობაში სოციალური ქსელი გა­მოჩნდა, ნებისმიერი ნაბიჯის ასახვა თავისუფლად შეგვიძლია ინტერნეტგვერდის საშუალებით. თანაც, ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ ''ფეისბუქს'' ფოტოების და ვიდეოების ატვირთ­ვის გარდა, სხვადასხვა ფუნქციაც დაემატა, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის, ''რას ვუყურებ'' , ''რას ვფიქრობ ახლა'' , ''სად ვი­მყოფები'' , ''ვისთან ერთად ვარ'' და ა.შ. ამრიგად, ეს გარკვეულ­წილად ყურადღების დეფიციტის შევსებაა იმ ადამიანთაგან, რომლებსაც გარკვეულ წრეში მაინც
სურთ პოპულარობა.

ალბათ, ამით აიხსნება ჩვენი დიდი სურვილი, რომ განუწყვეტლივ ვტვირ­თოთ საკუთარი ფოტოები, ვიდეოები ჩვენი მონაწილეობით საკუთარ გვერ­დზე, სოციალური ქსელის საშუალებით შევატყობინოთ ადამიანებს, რას ვფი­ქრობთ ამა თუ იმ თემაზე, გამოვხატოთ გაბრაზება თუ სიხარული. ''ფეისბუქს'' ბევრი ცნობილი ადამიანი იყენებს რო­გორც საქართველოში, ასევე საზღვარ­გარეთ საკუთარი პოპულარობის კიდევ უფრო გასამყარებლად.
Rating
სოციალური ქსელი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ალბათ იმის გამო, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს საკუთარი თავის მოწონება, თუმცა ზოგიერთ ჩვენგანს ფოტოების გადაღების და ამ ფოტოების საკუთარ გვერდზე განთავსების მანიაც შეეყარა და ერთი საინტერესო ტენდენციაც გა­მოიკვეთა - ეს გახლავთ მობილური ტე­ლეფონით საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღება და შემდეგ მისი ''ფეისბუქზე'' ატვირთვა.

შემდეგ კი უფრო საინტერე­სო დეტალიც გამოჩნდა - ტელეფონით სარკის წინ დადგომა და საკუთარი თა­ვის ასე გადაღება, კლუბის, რესტორნის, სასტუმროს ტუალეტების ''დალაშქვრა ამ მიზნით და იქ არსებულ დიდ სარკეე­ბთან ტელეფონის ''ჩაჩხაკუნება'' . მალე მთელი ინტერნეტი აივსო ამგვარი ფო­ტოებით, შემდეგ კი უფრო პიკანტური მომენტიც შეემატა - ტუჩების წინ გამოწევა და ამგვარად პოზირება მო­ბილურის ფოტოკამერის წინ.
Rating
ამ მოდას იმდენად ბევრი ამყოლი გამოუჩნდა, რომ მალე ტუჩებგამობურცული ფო­ტოების საწინააღმდეგო გვერდებიც კი შეიქმნა, მათ შორის, ქართულ ინტერ­ნეტსივრცეში, მაგალითად, ასეთი, ''50 ტუალეტი, სადაც აუცილებლად უნდა გადაიღო ფოტო'' . ინტერნეტში ლეო­ნარდო და ვინჩის შედევრის ერთგვარი ინტერპრეტაციაც გამოჩნდა, სადაც მონა ლიზას ხელთ ''აიფონი'' უკავია და საკუთარ თავს უღებს, თან ტუჩებიც გამობურცული აქვს.
Rating
ამ მოდას საქართველოშიც ბევრი მიმდევარი ჰყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და კიდევ უფრო მეტი, ცნობილ სახეებს შორის. უამრავი პოპუ­ლარული ადამიანის გვერდზე ნახავთ საკუთარი თავისთვის გადაღებულ ფო­ტოს, მათ შორის ტუჩებგამობურცულ­საც. აშკარაა, რომ ეს გარკვეული მოდაა, რომელიც, ალბათ, როგორც ყველაფე­რი, მალევე მოჰბეზრდებათ ადამიანებს, თუმცა ვინაიდან ახლა აქტუალურია, ჩვენი ჟურნალი ამ თემით ამიტომაც დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც, გა­მოგიტყდებით და ლიფტის სარკეში გადაღებული ერთი ფოტო საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზეც აღმოვაჩინე,
Rating
დავინტერესდი, რა ფენომენია ტელე­ფონის ხელში დაჭერა და საკუთარი თა­ვისთვის ფოტოების გადაღება და აქვს თუ არა ამას კავშირი ნარცისიზმთან.

სოფო ვერულაშვილი, ფსიქო­ლოგი:

- გაინტერესებთ, რატომ უღებენ ადამიანები ფოტოებს საკუთარ თავს? ალბათ, უნდათ, გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს, თუმცა ეს ალბათ უფრო ქვეცნობიერი სურვილია. ფოტოს გადა­ღებაში ცუდი არაფერია.
- ეს ნარცისიზმს უკავშირდება?
- არა მგონია. ყველაფერი ინდივი­დუალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, იმის გამო, რომ სარკეში ფოტოებს იღე­ბენ, არ ნიშნავს, რომ ნარცისები არიან.
- მოდაა?
- იცით, არიან ადამიანები, რომლე­ბიც საკუთარ ინტიმურ დეტალებსაც გამოფენენ ხოლმე საჯაროდ. ზოგმა არ იცის, როგორ უნდა წარმოაჩინოს თავი საზოგადოების წინაშე. მაგალი­თად, მე არასწორად მიმაჩნია, როდესაც ''ფეისბუქზე'' ჩვილის ფოტოებს დებენ. რელიგიურ კუთხეს რომ თავი დავანე­ბოთ, მოუნათლავი ჩვილის ფოტო რა­ტომ უნდა დადო სოციალურ ქსელში, ეს სხვა ბევრი მიზეზის გამოც არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, აფრიკა­ში არიან ტომები, რომლებსაც ფოტოს ვერ გადაუღებთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ფოტოზე მათი სულის ნაწილიც რჩება... რაც შეეხება მოდას, ეს ადამიანის ხა­სიათზეა დამოკიდებული, ვიღაცისთვის ეს მოდაა, ვიღაცას უბრალოდ, ფოტოს გადაღების და სოციალურ ქსელში დადების სურვილი აქვს. ''ფეისბუქი'' საზოგადოების სახეა. როგორი საზო­გადოებაც გვაქვს, ისეთივეა ჩვენი სო­ციალური ქსელებიც.
Rating
მე უფრო მეტად გავამახვილებ­დი ყურადღებას ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სარკის წინ გადაღებულ ფოტოებს კი არა, ზოგადად არანაირ ფოტოს არ დებენ საკუთარ გვერდზე და ან გარკვეული მულტიპლიკაციურ ფოტოს ან მსახიობის სურათს არიან ამოფარებულნი. მე, მაგალითად, არავის ვურჩევდი სამსახურში ისეთი ადამიანის აყვანას, რომელსაც ''ფეისბუქის'' გვერ­დზე საკუთარი ფოტო არ აქვს გამოქვეყ­ნებული. ასეთი ადამიანები, ძირითადად, კომპლექსებით არიან სავსენი, სხვისი ფოტოების ქვეშ იმალებიან, მათ შეუ­ძლიათ, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ცუდი რამ გააკეთონ... ამიტომაც უფრო დიდი პრობლემა სწორედ ასეთი ადამიანები არიან და არა ისინი, ვინც ბევრ ფოტოს იღებს, სადაც უნდა იყოს ეს ფოტოები გადაღებული.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:
- რა აზრი უნდა მქონდეს ამასთან დაკავშირებით? საერთოდ, ჟურნალის­ტებს გირჩევთ, ამგვარი თემებით ნაკლე­ბად დაინტერესდეთ, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჩემი მობილური საერთოდ არ იღებს ფოტოებს და ზოგადად, არ გამჩენია სურვილი, საკუთარი თავისთვის ფოტო გადამეღო, თუმცა ამაში ცუდს ვერა­ფერს ვხედავ. კარგია, თუ ადამიანები ფოტოებს იღებენ.
- არ გეღიმება ხოლმე ამგვარ ფოტოებზე?
- დიდი ხანია ასეთ რაღაცებზე არ მეღიმება. გადაიღონ!.. ფოტო კარგი რა­მეა. ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით - 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ სა­ქართველოდან ომგამოვლილი ოჯახები­დან 200 ბავშვი ყირიმში დასასვენებლად დაპატიჟა, მეც ვიყავი მათთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესში ვიყავი ჩარ­თული. ბავშვებს დავაწერინეთ თემა, რას გადაარჩენდნენ საკუთარი ნივთებიდან იმ შემთხვევაში, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ, ბავშვებმა, რომელთაც ოჯახის წევრები დაკარგეს, სახლები და­ტოვეს, დაწერეს, რომ ისინი ფოტოებს გადაარჩენდნენ. ფოტო ბედნიერი წამის ამსახველია და თუკი ვინმეს ასეთი ბედ­ნიერი წამი ტუალეტში აქვს, გადაიღოს და ასახოს.

ნიკა გრიგოლია, იუმორისტი:
- ტუჩებგამობურცული ფოტოები, სარკეში გადაღებული? ამაზე მეკითხე­ბი? ეს მთელი კულტურაა. დაახლოებით ისეთი, ''სტარბაქსის'' ჭიქებთან რომ იღებენ ხოლმე ფოტოებს, მაგრამ ეს უფრო მაღალი დონეა, ან რომელიმე სას­ტუმროს, ''სვეტსკი'' კლუბის ტუალეტში უნდა გქონდეს გადაღებული (იცინის). მეც მაქვს დამუღამებული, რომ ასეთი ბევრი ფოტო არსებობს და ბევრი იღებს სარკის წინ. სახალისო სანახავია. ალბათ ასე ადამიანები საკუთარ თავს ეფერე­ბიან. ძალიანაც კარგია ფოტოს გადაღე­ბა. მოდი, ამას სარკომანია დავარქვათ, ნარკომანიას ბევრად სჯობს (იღიმის)!..

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნიკა
რომ ამბობთ რანაირი ქალები გვყავსო,მეგანს და ალბას და კიდევ სხვა ცნობილ ადამიანებსაც აქვთ მსგავსი ფოტოები,მაგრამ თქვენი დასაწუნი რა აქვთ?ნეტა თქვენებსვე არ უვლიდეთ და საკუთარ თავს კარგად დააკვირდეთ,ფრთები რომ არავის არ აქვს მიხვდებით :))))))
00:38 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ფოტო
სხვტა შროის მეც მიფიქრია სახლს ცეცლხი რომ წაკიდოს(ჯვარი აქაურობას) რას გადავრჩენდი, ფოტოებს! ამაზე ძვირფასი არაფერია, არადა სურატებს არც ვირებ და არც ვდებ მარა ჩემი ახლოებელი წასული ადამიანების სურატები! ამაზე ძვირფასი რა გვაქვს ადამინებს?! ტურმე არ ყოფილა ცუდი სურატების გადარება, ჩვენს წინაპრებს რომ არ გადაეღოტ ხომ არ გევქნებოდა?!
20:03 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
FB
ისე Fბ რა მაგარი რამეა ადამიანის მეს გამოსავლენად, აქ ნახავ რას წარმოადგენს ადამიანი შინაგანად, ვინც ნარცისტია ატას სურატს ტვირტავს და მისი ცხოვერბის აზრი ტიტქოს ამაშია რომ სურატები უღოს ტავს და იმარიაჟოს, მეგობრემა კი რა ლამაზი ხაარ და ატასი სისულელები ცერონ მა დროს ერტ ადგილას კიდიატ და გულში ფიქრობენ ლამაზი კი არა უშნოა, ლოლ მე სარეტოდ არ ვდებ სურატს, ვერ ვიტან ჩემი ინტიმური ხცხოვრების დეტალები იქ დავდო და ჩემი აზრები ვირაცეებს გავუზიარო, ეს ხომ იგივე დღიურია, განა მას ყველას წააკიტხებ?! ამასტანვე FBს დადებიტი ტვისებებიც ბევრი აქვს არარ მოვყვები ტავად იციტ
19:54 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბანზებს
ვითომ სექსუალურად უნდა გამოიყურებოდნენ არადა რა მაგარი ბანძები არიან რომ ბზეკავენ ტუჩებს გოიმებო
19:49 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარტო ნინი კიარა სალომეც რასა გავს ნახეთ ერთი.ფუუუ
16:55 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS