30 ნოემბერი, 2020
როგორ მორთო თეთრ სახლში მელანია ტრამპმა ბოლო ნაძვის ხე
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა კიდევ ერთხელ მორთო თეთრი სახლი შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისთვის. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ამერიკელებმა პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩიეს და ამიტომაც, თეთრი სახლის სადღესასწაულოდ მორთვის პრეროგატივა მელანიას ბოლოჯერ მიეცა.

მელანია ფოტოებს, რომლებზეც თეთრი სახლი და საახალწლო მორთულობებია აღბეჭდილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამერიკის პირველი ლედისთვის სადღესასწაულო სამზადისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა.

წელს თეთრ სახლის სადღესასწაულო დეკორაციებში მწვანე, წითელი და ოქროსფერი ჭარბობს. რაც შეეხება პირველი ლედის სამოსს, მელანიამ არც ამჯერად უღალატა
თავის ელეგანტურ და დახვეწილ სტილს. მან კლასიკურ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვერცხლისფერი კლასიკური პერანგი შეუსაბამა.

Rating

Rating

Rating

Rating

Rating

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS