16 ივნისი, 2013
შესთავაზა თუ არა დავით საგანელიძის ძმისშვილმა ლელა მებურიშვილს ცოლობა...
რასაკვირველია, ის ჩვენი რუბრიკის მთავარ გმირად ამის გამო არ ქცეულა. ბაჩო საგანელიძე თბილისში საკმაოდ სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დათო საგანელიძე თავისი ძმისშვილის, ბაჩო საგანელიძის გამო მცირე ხნის წინ ყურადღების ცენტრში მოექცა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს“ დირექტორი სწორედ ბაჩო საგანელიძე გახლდათ. ამის შესახებ ნანა დევდარიანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიზნესში წილების გადანაწილების შედეგად საგანელიძის ძმისშვილი კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საპასუხოდ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ამ
ინფორმაციის გავრცელებით მისთვის ჩირქის მოცხებას ცდილობდნენ. ზემოხსენებული კომპანია ხუთი წლის წინ დაფუძნდა, მისი ძმისშვილი კი იქ დაქირავებული მენეჯერია და დაფუძნების დღიდან ამ კომპანიაში მუშაობს. როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, ძმისშვილის საქმეში მხოლოდ ერთხელ ჩაერია, როდესაც მას ცილისწამების გამო სამსახურის დატოვება უნდოდა. გიორგი, ანუ, როგორც შინაურობაში ეძახიან, ბაჩო საგანელიძე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამონაწერში კომპანიის დირექტორად 2012 წლის ივლისიდან, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე ირიცხებოდა.
მისი „ფეისბუქის“ გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ბაჩოს მიერ მიღებული განათლების შესახებ. ის ჯერ თბილისის 55-ე სკოლაში სწავლობდა, შემდეგ საშუალო განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასრულა. სწავლობდა „კავკასიის ბიზ-ნესსკოლაში~, შემდეგ გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, სადაც ასევე უმაღლესი განათლება მიიღო. მისი დღევანდელი სამუშაო ადგილი სწორედ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაა“.
რასაკვირველია, ის ჩვენი რუბრიკის მთავარ გმირად ამის გამო არ ქცეულა. ბაჩო საგანელიძე თბილისში საკმაოდ სასურველ სასიძოდ მიიჩნევა. მას ცოლი არ ჰყავს, ამიტომაც გოგონები მისით დაინტერესებული არიან, თუმცა, როგორც ამბობენ, თავად ერთი ცნობილი გოგონას გულის მონადირება სურს.
Rating
როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, მისი რჩეული მსახიობი ლელა მებურიშვილია. ლელას შესახებ აქამდეც უამრავი ჭორი გავრცელებულა, თუმცა, როგორც ამბობენ, ბაჩოს ძალიან დიდი სურვილი აქვს, ლელა ცოლად მოიყვანოს და ხელიც სთხოვა, რაზეც ლელა დათანხმებულა.
ჭორის გადასამოწმებლად ლელა მებურიშვილს დავურეკეთ. ჩვენი შეკითხვა რომ მოისმინა, გაეცინა, დღეს ჭორების დღეა, თუ რა ხდებაო?! თუმცა მისთვის ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ აქტიურად ვრცელდება ხმები. თავად არაფერს ამბობს, ასე რომ, მის მაგივრად ინფორმაციას ჭორიკანები ავრცელებენ.
- ლელა, გავიგეთ, რომ თხოვდები.
- (იცინის) დღეს ჭორების დღეა, თუ რა ხდება?!.
- ანუ, კიდევ გკითხა ვინმემ?
- არა, არ ვთხოვდები!.. დღეს რეპეტიციაზე ვართ და სხვადასხვა ადამიანზე უამრავი ჭორი გავიგეთ.
- მე კონკრეტული ადრესატის დასახელება შემიძლია.
- ანუ, ვის გავყვები? და წინა ჭორის დროსაც ხომ გაიგეთ და იმის წინაზეც (იცინის)? ხან ვის მივყვები, ხან - ვის.
- მე გავიგე, რომ მიჰყვები დავით საგანელიძის ძმისშვილს, ბაჩო საგანელიძეს.
- არა...
- ამბობენ, რომ დიდი ხანია, შენი თაყვანისმცემელია და უნდოდა შენი ცოლად შერთვა, ახლა კი შენც იმავე გრძნობით უპასუხე და დათანხმდი.
- არა, ნამდვილად ჭორია.
- იცნობ ბაჩოს პირადად?
- ვიცნობ.
- მეგობრები ხართ?
- დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ.
- ანუ არ არის შენი თაყვანისმცემელი?
- მეტს ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე.
- ანუ დუმილს ამჯობინებ?
- არა, არ ვდუმვარ. ხომ გიპასუხეთ? ყველაფერი ჭორია, რაც მითხარით (იღიმის).

ქეთი მელაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ანა
ლელა მიყვარხარრრრ
15:14 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ლელა ძაან კარგი გოგნაა.მე ძაან მიყვარს.
17:24 / 01-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
თიკა ძაან მინდა შენთან მაგობრობაააააა.
19:12 / 30-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
ზალიან კარგი გოგოა ლელა. გმერტმა ბედნიერი ამყოფოს.
16:41 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
ულამაზესი,უნაზესი და მომხიბვლელი ჩემი ლელა,ლეილა,ლელი,ლელიკა.არვიცი როგორ მოგეფერო.ძალიან მიყვარხარ.გაიხარე
10:51 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS