27 მარტი, 2016
მაღალი წნევა, კუჭის წვა, დარღვეული ნივთიერებათა ცვლა, ცხიმიანი კანი - გაუმკლავდით პრობლემებს სიმინდის დახმარებით
სიმინდი მხოლოდ გემრიელი საკვები როდია. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ამიტომაც ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

სამკურნალოდ გამოსადეგია სიმინდის თითქმის ყველა ნაწილი. სიმინდის დახმარებით ბევრ დაავადებას მკურნალობენ, ამჯერად მხოლოდ რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ.

თუ ჰიპერტონიული დაავადება გაწუხებთ, 1 სადილის კოვზ სიმინდის ფქვილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში, შემდეგ დალიეთ ისე, რომ ნალექი არ აიმღვრეს. ასეთი სასმელი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.

თუ გსურთ სისხლძარღვები ქოლესტერინისგან გაითავისუფლოთ, დღეში 2-3-ჯერ თითო კოვზი სიმინდის ზეთი დალიეთ.
მკურნალობის კურსი სამი კვირაა. შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

სიმინდის ზეთი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვისაც.

თუ კუჭის წვა გაწუხებთ, რამდენიმე ცალი ჭყინტი სიმინდის მარცვალი დაღეჭეთ.

თუ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება გჭირდებათ, ცოტაოდენ დაქუცმაცებულ ხმელ სიმინდის ღეროს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და მოამზადეთ ნახარში, ოდნავ რომ შეგრილდება, შეურიეთ თაფლი გემოვნების მიხედვით და დალიეთ 2-ჯერ დღეში.

სიმინდს კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად იყენებენ. მაგალითად: 2 სადილის კოვზი სიმინდის ფქვილი და ერთი კვერცხის ცილა კარგად აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი წმენდს და ელასტიკურობას მატებს კანს, განსაკუთრებით კარგია ცხიმიანი კანისთვის - ზედმეტ ცხიმს აცილებს.

გაითვალისწინეთ:
სამკურნალოდ ნებისმიერი რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS