27 ივნისი, 2023
სამსუნგის WindFree კონდიციონერი - გრილი, ჩუმი, ენერგოეფექტური

ზაფხულის შემაწუხებელი სიცხისგან თავის დასაცავად, დროა კონდიციონერის შერჩევაზე დავიწყოთ ზრუნვა, რადგან სასიამოვნო და გრილ გარემოში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც წესი, კონდიციონერის შერჩევისას ყურადღებას რამდენიმე ფაქტორს ვაქცევთ: ის უნდა აგრილებდეს სწრაფად და ეფექტურად, დაბერვა არ უნდა იყოს შემაწუხებელი და არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს, კონდიციონერი უნდა მუშაობდეს ჩუმად და იყოს ენერგოეფექტური.

ამ ფუნქციების ერთობლიობას გვთავაზობს Samsung-ის ინოვაციური WindFree™ ტექნოლოგია. ეს არის ერთადერთი, ჭკვიანი გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის თანაბარ გაგრილებას მის კორპუსზე არსებული 23,000 მიკრო ხვრელის საშუალებით. შედეგად, კონდიციონერი ოთახს აგრილებს კომფორტულად,

შემაწუხებელი დაბერვისა და ცივი ნაკადების შექმნის გარეშე.

Rating

ოთახის სწრაფ და თანაბარ გაგრილებას, ტემპერატურის უეცარი ცვლილების გარეშე უზრუნველყოფს Digital Inverter Boost ტექნოლოგია, რომელიც გამოირჩევა მინიმუმამდე შემცირებული ხმაურისა და ვიბრაციის დონით. Digital Inverter-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ენერგოეფექტურობაა. ციფრული ინვერტერი კონდიციონერის ხშირი ჩართვა-გამორთვის გარეშე ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურას ოთახში, რაც ზოგავს ელექტროენერგიის მოხმარებას და ამცირებს გადასახადს. WindFree კონდიციონერის ინვერტორულ კომპრესორზე სამსუნგი 10-წლიან გარანტიას გვპირდება.

Samsung-ის კონდიციონერები არამხოლოდ ეფექტურად აგრილებს/ათბობს ოთახს, არამედ ასუფთავებს ჰაერს სპეციალური ფილტრის საშუალებით. კონდიციონერზე დამაგრებული ფილტრი, აკავებს ჰაერში არსებულ მტვრის ნაწილაკებს, ალერგენებს, ცხოველების ბეწვსა და ა.შ. ფილტრი ადვილად იხსნება და ირეცხება.

WindFree კონდიციონერის შეძენა „სამსუნგის“ ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებშია შესაძლებელი. ივლისის განმავლობაში „ალტასა“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელებში შეძენის შემთხვევაში - საჩუქრად მიიღებთ უფასო მონტაჟს, ხოლო „მეგატექნიკაში“ თქვენ დაგხვდებათ სპეციალური ფასდაკლება.

(R)

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS