დაბადების დღის აღსანიშნავად, მომღერლისა და მსახიობის ინსტაგრამ გვერდზე ტყუპების ფოტოები განთავსდა, გულთბილი მოლოცვებით.

ბავშვებს მიულოცა ქრისტინა ორბაკაიტემ. სოციალურ ქსელში მომღერალმაც ატვირთა ჰარისა და ლიზას ფოტოები, წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავთ, ჩემო ტკბილო ჰარი და ლიზაჩკა! უბრალოდ, იყავით ბედნიერები!"

ბავშვებს დაბადების დღე მიულოცა ფილიპ კირკოროვმაც და ასევე გააზიარა ფოტო, რომელზეც ტყუპები მის შვილებთან ერთად არიან.

"ჰარი და ლიზა გალკინ-პოგაჩოვებს ვულოცავთ ალლა-ვიქტორია და მარტინ
ბედნიერებაა ხედავდე, როგორ იზრდებიან ჩვენი შვილები. ღმერთმა ბედნიერად და რაც მთავარია ჯანმრთელად ამყოფოს ისინი" - წერს კირკოროვი.
შეგახსენებთ, რომ ჰარი და ლიზა 2013 წლის 18 სექტემბერს გაჩნდნენ. ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ტყუპები სუროგატმა დედამ გაუჩინა.
ლეა ხიმშიაშვილი


