თიკამ აღნიშნა, რომ ბექა შვილს იშვიათად ნახულობს, რის გამოც გული ძალიან სტკივა.
ყოფილი ცოლის ბრალდებებს ბექამ ჟურნალ ''თბილისელების'' საშუალებით უპასუხა:
"ძალიან საწყენია. როცა მოსკოვში ვიყავი ფიზიკურად ვერ ვნახავდი ბავშვს. მე არავის არაფერს ვაბრალებ, იყო მომენტები როცა ვერ ვუკავშირდებოდი. ინამ და ჩემმა ოჯახმა კარგად იცის, როგორი მამა ვარ სინამდვილეში.
ჩემმა შვილმა იცის, რომ ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ.
ნინა ჩემი ცხოვრების პირველი და უდიდესი სიხარულია. მაქსიმალურად, რა საშუალებაც არსებობს ხელშეწყობა არ აკლია. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არაფერს ვიშურებ. ძალიან სამწუხაროა, ასეთი დამოკიდებულება" ამბობს ბექა.
