27 მარტი, 2016
შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემალი აქვს დაზიანებული - იაშვილის კლინიკა
მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, ხერხემალი აქვს დაზიანებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს .

მათივე განმარტებით, ხერხემლის გარდა გოგონას სხვა მრავლობითი სახის მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნება.

"პაციენტს ხერხემალი აქვს დაზიანებლი, ასევე აღენიშნება პოლიტრავმები და მოტეხილობები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - აცხადებენ შსს-ში. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
maia maia
ღმერთმა არა მარტო გადაგარჩინოს ლამაზო გოგო,არამედ ჯანმრთელი გამყოფოს...ცუდი რამ დაემართა ამ ბავშვს,მაგრამ ბრძოლით ყველაფრის დაძლევა შეიძლება მე ასე მწამს და შენც მინდა ასე გჯეროდეს...
09:29 / 27-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS